საგარეჯოში 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა

საგარეჯოში 14 წლის გოგო ქმარმა მოკლამკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში. 14 წლის გოგო, ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის.

გოგონა 2 თვეა, რაც გაათხოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მკვლელის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.

ქმარმა გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა.

რა გახდა ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო 11’109- ე მუხლით.