საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი ავტოკატასტროფაS მოჰყვა – მძიმედაა დაშავებული

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი ავტოკატასტროფაS მოჰყვა - მძიმედაა დაშავებულიავტოკატასტროფა ლვოვში – მძიმედ დაშავდა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი.

ავტოავარია კიევი-ჩოპის გზატკეცილზე 8 ოქტომბერს მოხდა. რა დროსაც ერთმანეთს ჰიუნდაისა და აუდის ტიპის ავტომობილები შეეჯახნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველო ადასტურებს.

უკრაინული მედიის თანახმად, შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ქალი, ორი მოქალაქე კი დაშავდა.

ეკა ტყეშელაშვილის უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.