თურქეთში საქართველოს მოქალაქე ბანოვშა მამიშოვა მოკლეს.
მას თურქეთის მოქალაქემ თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
67 წლის მამიშოვას ცხედარი ტრაბზონში ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
მკვლელი წარსულში ნასამართლევი იყო. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.
კაცმა დანაშაული აღიარა, არსებული ინფორმაციით მკვლელობის მოტივი ფული გამო დავა გახდა.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.