ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა სოციალურ ქსელის ჯგუფში, „ჩვენ ამერიკაში“ წერენ:

„მეგობრებო, სამწუხაროდ კიდევ ერთი ქართული სიცოცხლე დასრულდა ამერიკაში.

44 წლის ასაკში გარდაიცვალა გიორგი გაბუნია – ოჯახზე უსაზღვროდ შეყვარებული, შვილებზე ტკივილამდე მონატრებული, ერთგული, უთბილესი, სანათესაოს და სამეგობროს სული და გული, სიცოცხლის მოყვარული ახალგაზრდა კაცი“, – წერენ სოციალურ ქსელში.