გაქცეულ პატიმრებს ამ დრომდე ვერ პოულობენ. მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულების ადგილსამყოფელი ისევ უცნობია. სამძებრო ოპერაცია უკვე მეორე დღეა მთელი ქვეყნის მასშტაბით უშედეგოდ ტარდება. იუსტიციის სამინისტროო დუმს. ბრეგაძის უწყება დამნაშავეების ვინაობას ისევ საიდუმლოდ ტოვებს.
ამ დრომდე უცნობია, დაადეს თუ არა ხელბორკილები იმ ბადრაგებს, რომლებსაც გუშინ „ავერსის“ კლინიკის ეზოდან სამი პატიმარი გაექცათ. გვიან ღამემდე გამომძიებლები კინოლოგებთან ერთად სწორედ შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ.
ცნობილია, რომ პატიმრები „ავერსის” კლინიკიდან იმ დროს გაიქცნენ, როდესაც ისინი კვლევაზე მიიყვანეს.