პატრიარქის პროტოდიაკონი, მირიან სხირტლაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
„გარდამეცვალა ჩემი უხუცესი ძმა, არქიდიაკონი იოსებ ნიქაბაძე. მხოლოდ ლოცვით შეწევნაღა დაგვრჩა“.
მამა იოსები თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც ეკლესიაში მოღვაწეობდა. იგი სამების საკათედრო ტაძრის არქიდიაკონი იყო. ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.