სამართალდამცველებმა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ვაჟი, გურამ ელიზბარაშვილიგურამ დააკავეს.
სროლა საბავშვო ბაღთან მოხდა. მშობელი, რომელმაც ბავშვი ბაღში დატოვა, სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.
დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.