რუსი მოდელი და მისი ქალიშვილი პოპულარულ თურქულ კურორტ ბოდრუმთან მოკლული და ზეწრებში გახვეული იპოვეს. – წერს dailymail.
მათი ცხედრების აღმოჩენის შემდეგ, რომლებიც თოკებით იყო შეკრული და ერთმანეთისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით გადაყრილი, ეჭვი 45 წლის ანდრეი კუსლევიჩზე მიიტანეს და საერთაშორისო დევნა გამოაცხადეს.
ვიდეოში ჩანს, როგორ ამოჰყავს პოლიციას 42 წლის ირინა დვიზოვასა და მისი 15 წლის ქალიშვილის დაიანას ცხედრები. ახლობლებმა თქვეს, რომ მათ დედა-შვილთან კონტაქტი არ ჰქონიათ და პოლიციამ მათი ბოდრუმის ვილის დივანზე სისხლი და მამაკაცის ნაკვალევი აღმოაჩინა.
ვიდეოკამერებიდან ამოღებულ ჩანაწერებში ჩანს, მანქანა მივიდა გორაზე, საიდნააც გადააგდეს მათი ცხედრები, ორივეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. დაიწყეს ირინას ყოფილი ქმრის ძებნა, რომელიც ოდესღაც უკრაინელი ბიზნესმენის დაცვის თანამშრომელი იყო.
ერთ-ერთი ვერსიაა, რომ მკვლელობა ირინას შვილის მეურვეობის საკითხს უკავშირდება.
ივნისში მან მოსკოვის სასამართლოს სთხოვა, აეკრძალა ყოფილი ქმრისთვის, ლიტვის მოქალაქე კუსლევიჩისთვის, ბიჭთან წვდომა.
ბიჭი, სახელად მაკარი, ორმაგი მკვლელობის შემდეგ გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ქვეყანაში იმყოფებოდა და შემდეგ წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის პოლიციამ ინტერპოლს დახმარება სთხოვა კუსლევიჩისა და ბიჭის მოსაძებნად, რომელიც სავარაუდოდ მასთან ერთად იმყოფება.