ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო – რუსი ოკუპანტი სამხედროები, რომლებმაც 3 დღის წინ თამაზ გინტური მოკლეს, სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულები არიან. ინფორმაციას ამის შესახებ თავად მოკლულის ოჯახი ავრცელებს.
თუმცა, ოკუპანტების სახელი და გვარები გამოძიებისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის – შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვალერი თელია ამბობს, პასუხობს კითხვას, ნაცნობია თუ არა მათთვის სავარაუდო მკვლელების, ვასილ დემიდოვისა და ნიკოლაი იშენკოს სახელები და გვარები, რაზეც მან თქვა, რომ არა – “მე არაფერს არ მეუბნება ეს სახელები და გვარები.”