ვიკა ბუკია – „შარდენი მთლად ღაზას სექტორს დამსგავსებულა“

ვიკა ბუკია - „შარდენი მთლად ღაზას სექტორს დამსგავსებულა“ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს:

„წლებია შარდენზე არ ვყოფილვარ.
დღეს მოვხდი, კარაოკე მოუნდათ. და ძალიან გავერთე აი, ამის დაკვირვებით:
შარდენი მთლად ღაზას სექტორს დამსგავსებულა.
კლუბში უკიდურესად უკმაყოფილო ხალხია შეკრებილი. განსაკუთრებით ბიჭები და დინამიკებს შორის დადიან. არ ცეკვავენ, არ იცინიან, არ ლაპარაკობენ. დადიან, დადიან, დადიან ამ საოცრად გაბრაზებული სიფათებით. მიცვალებულს ალბათ ზუსტად ასე კრუგავენ. ჯვარი სწერიათ. მაგრამ ამაზე შეწუხებული ვერ ექნებათ სახე. შეუძლებელია.
და ამას ისევ აკეთებენ: ხელში უჭირავთ ლაპატნიკი, სათვალე, მანქანის გასაღები და ამ ყველაფერს მაგიდაზე დაახვავებენ შემოსვლისას. ცხადია, სახე უცვლელია.
სულ მინდა დავუარო და ვკითხო ყველას: ბიჭებო, რამე ხომ არ გიჭირთ? რამე ხომ არ გაწუხებთ? წადით სახლში, ჩვენ ვიმორიგევებთ აქ, კაცო.“