ფონიჭალაში 16 წლის მოზარდს ეძებენ. „პირველებმა” სკოლის მოსწავლის გატაცების ექსლუზიური კადრები მოიპოვა. გოგონა საკუთარი სახლიდან ექვსმა შენიღბულმა მამაკაცმა გაიტაცა.
კადრებში კარგადჩანს, როგორ შედიან თავდამსხმელები გოგონას სახლში და როგორ მიჰყავთ იძულებით. დანაშაულში მხილებული კაცი რუსეთის მოქალაქეა.
გატაცებული გოგონას, პაშაევების ოჯახში ამბობენ, რომ გოგონა ახალგაზრდა კაცზე თვეების წინ დანიშნეს, თუმცა მოზარდმა გათხოვებაზე უარი თქვა.
დანიშნული იყო ერთი თეა, არ უნდოდა. ამბობდა, რომ ხასიათი კარგი არ აქვს. ჩვენ ვისხედით და მერე იმის დედა და ნატესავები მოვიდნენ, გოგოსთან ილაპარაკეს, გოგომ მითხრა, რომ მე არ მინდა. წაიყვანეს ბიჭი. მერე პირდაპირ შემოცვივდნენ, ხელი მკრეს და ჩემი შვილი გაიტაცეს. ჩემი შვილი ძალიან ცუდ დღეში იყო, – ამბობს გატაცებული გოგონას დედა.
კიდევ ერთი ოჯახის წევრი მომხდარს იხსენებს.
ფილმებში მინახავს ასეთი კადრი. ყაჩაღუად შემოიჭრა სახლში 6 კაცი. ცხოველივით მოჰკიდეს ბავშვს ხელი და წაიყვანეს. ჩვენ ადგილზე გავიყინეთ, ვეღარაფერი ვქენით. ერთადერთი რაც მოვახერხეთ, პოლიციაში დავრეკეთ. იცოდნენ, რომ კაცი არავინ იყო ოჯახში და ასე იმიტომ გაბედეს, – ამბობს ოჯახის წევრი.
პაშაევები ამბობენ, რომ მომხდარში გამტაცებელი ბიჭის დედაც გარეულია. სწორედ ის მივიდა პირველი პაშაევების ოჯახში, ნახა რომ მამაკაცი არავინ იმყოფებოდა და ამის შემედგ მოხდა უკვე გოგონას ყაჩაღურად გატაცება.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა ვერც გამტაცებლის, კასამ მამედოვის დ და ვერც გატაცებულ გოგონას კვალზე ვერ გავიდნენ.