კახაბერ ადამია: „ქართული პოლიტიკა უსირცხვილოთა პოლიტიკაა…“

კახაბერ ადამია: „ქართული პოლიტიკა უსირცხვილოთა პოლიტიკაა...“ ჟურნალისტი კახაბერ ადამია სიციალურ ქსელში წერს:

„რამხელა პასუხისმგებლობაა დღეს, იყო ოპოზიციის ან მთავარი ოპოზიციური პარტიის თუნდაც ერთერთი ლიდერი…?! რამხელა რისკია იმისა, რომ რუსული რეჟიმის მხრიდან ტოტალური ზეწოლის, მოსყიდვის და საზოგადოებაში გამეფებული ნიჰილიზმის პირობებში, ვერაფერი გააკეთო და გამარჯვებასთან მიახლოებული შედეგიც ვერ დადო…?! რამხელა საფრთხეა იმისა, რომ არსებულმა ხელისუფლებამ შემოსავლის წყაროები დაგიკეტოს, პროვოკაციები მოგიწყოს, ციხეში ჩაგსვან და შენი ოჯახი მუდმივი პრობლემების ქვეშ მოაქციონ… რამხელა რისკია იმისა, რომ სასურველი შედეგის არქონის შემთხვევაში – საკუთარი მხარდამჭერები დაგიპირისპირდნენ და შენი ბრძოლა არაფრად ჩააგდონ, შენი სახელი ლაფში ამოსვარონ და მათი ინტერესების გამყიდველი გიწოდონ…?! – ასეთი რისკები, ამ ხელისუფლების პირობებში თეორუულად კიარა, არამედ სრულიად რეალურად არსებობს, თუ შენ ალალად იბრძვი შენი ქვეყნისთვის და ხელისუფლების შეცვლისთვის… და მაინც… ეს ადამიანები რატომ იკლავენ თავს ოპოზიციაში ლიდერობისთვის…?! რატომ ვერ თმობენ ადგილებს და რატომ არ ემეტება ოპოზიციის ლიდერობა სხვებისთვის იმ ხალხს, ვისაც უკვე 11 წელია არანაირი პოზიტიური შედეგისთვის არ მიუღწევია…?! დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი სწორად გასცემს ამ კითხვებს პასუხს, მაგრამ ზოგიერთ გაუთვიცნობიერებელს – მე დავეხმარები…! – იმიტომ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება აკონტროლებს, მას აწყობს და ამისთვის მათ დიდ თანხებს უხდიან…! – იმიტომ, რომ მათი ,,ბრძოლა,, მათთვის, პიროვნულად არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ის რეალური ბრძოლის ნაცვლად, მხოლოდ ამომრჩევლის მოტყუებაზებე გათვლილი – ბრძოლის იმიტაციია… – იმიტომ, რომ მსგავსი ,,ბრძოლით,, ისინი შემოსავლის წყაროებს კიარ კარგავენ, არამედ უფრო აფართოვებენ და აძლიერებენ მას…! – იმიტომ, რომ მათთვის მთავარია თვითონ იყვნენ კარგად და სარგებელი, ამომრჩეველს კიარა – საკუთარ ოჯახებს მოუტანონ…! – იმიტომ, რომ ისინი, მიუხედავად წლობით გაცემული დაპირებების შეუსრულებლობისა, არჩევნებში გამუდმებული მარცხებისა, მაინც ახერხებენ ისევ მოატყუონ ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა და იტივტივონ ქართული პოლიტიკის ზედაპირზე. დიახ ბატონებო…

ასეთი ხალხი წარმოადგენს დღეს ქართულ ოპოზიციას… და ზოგადად, დღეს ქართული პოლიტიკა, არის ზნეობას, სინდისს, ნამუს, პასუხისმგებლობას და ხალხის მსახურებას მოკლებული – უსირცხვილოთა პოლიტიკა! ხელისუფლება რომ უსირცხვილო გვყავს, ეს არავისთვის სიახლე არაა, მაგრმა განსაკუთრებით უსირცხვილო ხალხისგან შედგება ქართული ე.წ. ოპოზიცია და მთავარი ოპოზიციური პარტიებიც… ჯერ ერთმანეთის მიმართ რა ბრალდებები აქვთ წამოყენებული, ერთმანეთი რა დონეზე აქვთ ნალანძღი და ნათათხი გასულ წლებში, ამ უსირცხვილოებს, ყველა რომ ამოყარო, გაგიჟდება კაცი… მაგრამ, როგორც კი არჩევნები მოახლოვდება და მათი დასვრილი უკანალის თბილ სავარძლებზე ჯდომის საფრთხე შეექმნებათ, მზად არიან სხვების დასანახად ჩაეხუტონ ერთმანეთს… საარჩევნოდ ქმნიან ყოვლად გაუგებარ გაერთიანებებს, ბლოკებს… ამომრჩევლის დასანახად ხან ერთიანდებიან და ხან უპირისპირდებიან ერთმანეთს… იძლევიან ყოვლად დაუსაბუთებელ და არარეალურ დაპირებებს ერთადერთი მიზნით – რომ ხმები მიიღონ და ქართულ პოლიტიკაში დარჩნენ… ანუ გააგრძელონ ხელისუფლების მიერ გადმოგდებული ძვლების ხვრა, ქართველი ხალხის გაუბედურების ხარჯზე… და ამაში მათ ხელს უწყობს ის ე.წ. ოპოზოციური ტელეარხები, რომლებიც მათ ამომრჩევლის მოსატყუებლად და გასაბითურებლად აქვთ შექმნილი და რომლებიც, ზოგიერთებს ჭეშმარიტების მღაღადებელ მედიად მიაჩნია… არც ერთი ეს არხი, მსგავს სიმართლეს თქვენ არ გეტყვით… არც ერთი ეს არხი, მართლის მთქმელ ადამიანებს ეთერს არ დაუთმობს და სიმართლეს არ გაგაგებინებთ იმაზე, რაც რეალურად ხდება! ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, რაც შეიძლება მეტმა ამომრჩეველმა გამოუცხადოს ბოიკოტი უსირცხვილო ქართულ პოლიტიკას და უსირცხვილო ოპოზიციას. არანაირად არ უნდა მივცეთ იმისი საშუალება, რომ ჩვენი ხმების ხარჯზე გააგრძელონ პოლიტიკური არსებობა, რადგან მათი პოლიტიკური არსებობა, თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში არსებული რეალობის შენარჩუნებას და ცვლილებებზე უარის თქმას. არაფერი ისე არ ამაგრებს უვარგის ხელისუფლებას, როგორც უვარგისი ოპოზიცია… და ვისაც ეს ხელისუფლება არ მოგწონთ, ნურასოდეს დარჩებით ამ ოპოზიციის იმედად…!“