მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს:
„რა დღეშია ქვეყანა, ჯერ მცხეთასთან ორი კვადრატული ასფალტია დასაგები და რამდენია ხანია ამის გამო ჩერდება მთელი დასავლეთ საქართველოდან მომავალი ავტომობილები. მერე დედა მოვიყვანე ქიმიო ფერაპიაზე, წამლები სამ სხვა და სხვა დასახელების აფთიაქში უნდა აიღო. მიხვალ და არ არის, მერე ჯანდაცვაში საათი ელოდები ოპერატორს იმისთვის რომ დაგელაპარაკოს. დაელაპარაკები და ხარვეზი აქვთ, ვერ გიგზავნიან კოდს რომ აიღო წამალი. და რავიცი რომელი ერთი. მთავრობა კიდე ევროკავშირის დროშებს აფრიალებს. თან პრეტენზია აქვთ რომ კიდევ რამდენიმე წელი უნდა იყვნენ ქვეყნის სათავეში.
სირცხვილი არ გაქვთ? დაიცალა საქართველო. ვინც არ ვტოვებთ კიდევ ქვეყანს სიცოცხლე გვაქვს გამწარებული. ევროპულ ქვეყნებში თავის მოქალაქეებზე ხო ზრუნავენ, და საქართველოდან ჩასულებზე თქვენზე მეტად. ხომ ხედავთ ვერ მართავთ სწორედ, არ გესმით ამდენი ამდენი ხალხის უკმაყოფილება, წყევლა და გინება? მოიხადეთ ბოდიში ჩვენ ამ ყოფისთვის, დაიფარეთ ქუდები და წადით რა, იმდენი კი გაქვთ დაგროვილი რომ თქვენ შვილთაშვილებსაც ეყოფათ“.