ნიკა ქავთარაძე – „რამდენი წლისას ვგავარ, ხალხოო?!“

ნიკა ქავთარაძე - „რამდენი წლისას ვგავარ, ხალხოო?!“ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ნეტავ, რამდენი წლისას ვგავარ
ფეხით მივსეირნობდი და პერიფერიული მხედველობით დავინახე ლურჯფორმიანი პარკინგის თანამშრომელი.
– ქავთარაძე, არა?
-დიახ( გავუღიმე, მივესალმე და განწყობისთვის ვეხუმრე) მაგრამ ფეხით ვარ.
( გაიცინა და)
– მანქანითაც რომ იყოთ, რაც მე თქვენს ხუმრობებზე და გადაცემებზე მიცინია ბავშვობაში.
ეს “ბავშვობაში” ძაან შეუსაბამო
იყო ამ პატიოსანი ადამიანის გარეგნობასთან.
ვერ მოვითმინე და ვკითხე:
– ჰმ, ვითომ?! რამდენი წლის ხართ?
– ნუუ, ორმოცდაათის – ისე მითხრა, აშკარად დააკლო მინიმუმ 2-3 წელი, რადგან მიხვდა რაც ხდებოდა
– ხოდა, მე 45 წლის ვარ და, რა ვიცი, რა ვიცი
– ხო, მაშინ არ გამოდის რაღაც- მიპასუხა ცოტა იმედგაცრუებულმა, მაგრამ ამ სახეში იგრძნობოდა “არანაირი ბოროტი განზრახვა არ მქონიაო”
ხოოოდაა, მესმის, რომ მართლა დიდი ხანია ადამიანები მიყურებენ ტელევიზორებში, მაგრამ მართლა მაინტერესებს – რამდენი წლისას ვგავარ, ხალხოო?!“