რატომ უნდა დააყენო ოპტიმო საცხობში?

რატომ უნდა დააყენო ოპტიმო საცხობში?ჩვენს ქვეყანაში გემრიელად ცხობა ბევრს შეუძლია, ამიტომ ელვის სისწრაფით იხსნება ახალ – ახალი საცხობები, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მომხმარებელს.

იმისთვის, რომ თქვენი მთავარი მიზანი მეტი კმაყოფილი მომხმარებლის არსებობა იყოს და ყოველდღიურმა რუტინულმა სამუშაომ არ „შეიწიროს“ ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი, დააყენეთ ბიზნესის მართვის თანამედროვე პროგრამა  ოპტიმო, რომელიც იქნება თქვენი მარჯვენა ხელი ბიზნესის მართვაში.

რაში დაგეხმარებათ ოპტიმო?

მარკეტების პროგრამა – ასეც მოიხსენიებენ ოპტიმოს, რომელიც გახლავთ გაყიდვებისა და მარაგების აღრიცხვის პროგრამა მაღაზიებისა და კვების ობიექტებისთვის. მისი მეშვეობით შეგიძლიათ აკონტროლოთ გაყიდვები, შესყიდვები, მომგებიანობა, სტატისტიკის საშუალებით გაიგოთ, რომელია თქვენი ბესტსელერი პროდუქტი, დღის რა მონაკვეთშია ყველაზე აქტიური თქვენი ობიექტი და.ა.შ.  მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში, პროდუქციის ფასები ხშირად იცვლება, ოპტიმოს გამოყენების შემთხვევაში, თავად პროგრამა მიგანიშნებთ ცვლილებაზე, შეძლებთ ძველი ფასის ნახვას და ახალი გასაყიდი ფასის სწორად განსაზღვრას.

გარდა ამისა, ოპტიმოს პროგრამა გაძლევთ საშუალებას, რომ:

●        ისარგებლო წარმოების მოდულით, რათა ზუსტად იცოდე პროდუქტის თვითღირებულება

●        აკონტროლო ნაშთები და აწარმოო რეპორტები

●        თვალი ადევნო შემოსავალს ნებისმიერი ადგილიდან, მობილურითაც კი

ოპტიმოს აქვს ძალიან მოქნილი სალაროს პროგრამა, რომელიც ერთის მხრივ ეხმარება მოლარეს მარტივ მუშაობაში და მეორეს მხრივ, ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

მისი დახმარებით მოლარეს შეუძლია სწრაფად აწარმოოს გადახდები

●        გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა მარტივი ფუნქციონალით, ფოტო, დასახელება და სხვა.

●        საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში

●        გადართოს ჩეკი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი, თუ წინა შეყოვნდება

●        შეამოწმოს გაყიდვების ისტორია

●        დაადასტუროს შეკვეთა მომწოდებლისგან

●        აწარმოოს იურიდიულ პირებზე გაყიდვები

მოლარის სამუშაო პროგრამის დაყენება შესაძლებელია შენს პირად კომპიუტერზე, ან ასევე შეგიძლია ისარგებლო თავად ოპტიმოს მოწყობილობით, რომლის გამოყენებისთვის არ იხდით თანხას ერთიანად და ზოგავთ მეტს ბიზნესის ოპტიმიზაციისთვის. ოპტიმოს სალაროს მოწყობილობით სარგებლობა თვეში მხოლოდ 90 ლარად შეგიძლიათ. 2 წლიანი სარგებლობის შემთხვევაში კი თქვენს საკუთრებაში გადმოვა.  მოწყობილობა არ საჭიროებს კლავიატურას, რაც უფრო კომფორტულს ხდის გამოყენებას, ამასთანვე არის კომპაქტური და არ იკავებს დიდ ადგილს, მისი გადაადგილება მარტივადაა შესაძლებელი.

თუ გსურთ, ისარგებლოთ ოპტიმოთი, ეწვიეთ optimo.ge – ს, მოითხოვეთ დემო, შეავსეთ განაცხადი და დააყენეთ პროგრამა თვეში სულ რაღაც 40 ლარად, მანამდე კი 14 დღის განმავლობაში ისარგებლე სრულიად უფასოდ.

R.