კახეთში 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა

კახეთში 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურაკახეთის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგო მამიდის ქმარმა გააუპატიურა. გაუპატიურების ამბის გაგების შემდეგ, შურისძიების მიზნით, გოგონას ბიძამ სავარაუდო დამნაშავე იარაღით დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგო საავადმყოფოში იმყოფება. საგარეჯოს კლინიკაშია დაჭრილი სავარაუდო დამნაშავეც. არასრულწლოვანის ბიძა კი დაკავებულია.

„ოჯახში შემოვიყვანეთ, ვუპატრონეთ, დავასაქმეთ. 3 კვირის წინ მისი ცოლი, ანუ ჩემი ქალიშვილი დაიღუპა და აქ ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით. მან კი ფერმაში ჩემი 12 წლის შვილიშვილი გააუპატიურა. გოგონა ჩემი გარდაცვლილი ვაჟის შვილია. ჩემმა მეორე ბიჭმა გაუპატიურების ამბავი, რომ გაიგო, ვერ მოითმინა, წავიდა და დაჭრა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა,” – ამბობს გოგონას პაპა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 137 მუხლებით (გაუპატიურება) დაიწყო.