„გუშინ დიდუბე აფეთქებას გადაურჩა… „ბულდოზერმა” გადაუარა და გაზის მილი გასკდა“ – მაია ჯანყარაშვილი (ვიდეო)

„გუშინ დიდუბე აფეთქებას გადაურჩა... „ბულდოზერმა" გადაუარა და  გაზის მილი გასკდა“ - მაია ჯანყარაშვილი (ვიდეო)მაია ჯანყარაშვილი სოციალურ ქსელში წერს;
„დიდუბე აფეთქებას გადაურჩა. პროფესიონალიზმის მწვერვალი – გუშინ წინ, ამ ადგილას გაზის მილები ჩაალაგეს და ასფალტი დააგეს. გუშინ , „ბულდოზერმა” გადაუარა და გასკდა გაზის მილი, ამოშხუილდა გაზი, ბაზრის მოვაჭრეები დაიწამლნენ. 112 გამოიძახეს და 1 საათში მოვიდა “დახმარება”. წარმოიდგინეთ, ვინმეს სიგარეტის ნამწვავი რომ გადმოეგდო მანქანიდან, დღეს დიდუბე აღარ იარსებებდა. ეს ამბავი არსად გაშუქებულა , თითქოს არც არაფერი მომხდარა . დღეს, ორი დღის წინ ასფალტდაგებული გზა, ისევ ასე გამოიყურება – გაზის გახვრეტილ მილს ცვლიან . მართლაც რომ სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს.“