„იტალიის მოქალაქეს საირმეში, ორი ჭიქა რძისთვის, ანგარიში მოუტანეს 40 ლარი!“

„იტალიის მოქალაქეს საირმეში, ორი ჭიქა რძისთვის, ანგარიში მოუტანეს 40 ლარი!“კაკი ბოკუჩავა „ფეისბუქზე“ წერს:

„ახლა მომწერა მეგობარმა.
მას, იტალიის მოქალაქეს,რომელიც საირმეში ისვენებს ორ ბავშვთან ერთად, 7 წლის ბიჭთან და 4 წლის გოგონასთან ერთად,გუშინ ბედობის დღეს კაფეში, ორ ჭიქა რძისთვის ანგარიში მოუტანეს 40 ლარი!
ახალგაზრდა ქალი ორ ბავშვთან ერთად შევიდა კაფეში, რომელიც სასტუმროსთან იქვეა, ბავშვებისთვის უნდოდა ორი ჭიქა თბილი რძე დაელევინებინა.
მოუტანეს ორი ჭიქა ცივი რძე და მერე ანგარიში 40 ლარი.
ახსნა განმარტებები ბევრი ყოფილა, რძე აქვთ მარტო ყავისთვის, ისე არა, დათვალეს როგორც 10 ჭიქა კაპუჩინო რძის რაოდენობის მოხედვით, რძეს ვერ გაათბობენ, მენიუში არ აქვთ და სხვა…
ანგარიშში კი რძე მითითებული იყო ,როგორც open food( ?).
ბოლოს შეთანხმდნენ და 10 ლარი გადაიხადა ჩემმა მეგობარმა.
აი რა უნდა ელაპარაკო, რა უნდა უთხრა, როგორ უნდა დასაჯო ასეთი ხალხი?“