„სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელი მათ ავალდებულებთ, რომ გარკვეულწილად უარი ათქმევინონ მშობიარეს საანესთეზიო მომსახურეობაზე, შესაბამისად, თანხას ზოგავენ“, – ამის შესახებ „ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარემ სალომე ლოლუამ განაცხადა.
კერძოდ, მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც სამშობიარო სახლებს „დიარჯი“ სისტემამ შეუქმნა და აღნიშნა, რომ პაციენტებს ტექნიკური ხარვეზის გამო, ღირებულების 30%-ს ახდევინებდნენ.
„კერძო კლინიკის მფლობელემა გადაწყვიტეს, რომ თანხები რაც შეიძლება დაზოგონ. სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ კლინიკის ხელმძღვანელი ავალდებულებთ მათ, რომ გარკვეულწილად უარი ათქმევინონ მშობიარეს საანესთეზიო მომსახურეობაზე, შესაბამისად თანხას ზოგავენ. ერთ-ერთი კლინიკის მფლობელი თავად თხოვს მედპერსონალს, დაურეკონ ყველა შემთხვევაზე და საქმის კურსში ჩააყენონ, თუ რატომ აძლევენ საანესთეზიო საშუალებას პაციენტს. ე.ი. ერთი მხრივ, ექიმი სათანადო ანაზღაურებას არ იღებს, მეორე მხრივ, კლინიკის მფლობელი, რომელიც რიგ შემთხვევაში ექიმი არ არის, ერევა ანესთეზია მისცეს თუ არა პაციენტს, ამ პრობლემებისკენ მიგვიყვავანა“დიარჯის“ იმ სახემ, რაც დღეს არის.
„დიარჯი“ ხარვეზებით მიმდინარეობს. მეორე დონის სამშობიარო სახლებმა მომაწოდეს ინფორმაცია, რომ როდესაც ტვირთავდნენ ნეონატოლოგიურ კოდებს, პაციენტს „დიარჯით“ 30%-ს ახდევინებდნენ, რომელიც არ ეკუთვნოდა და სრულიად უფასოა. ეს ხდებოდა ნეონატოლოგიურ კოდებზე, როდესაც ბავშვის მდგომარეობის გართულება იყო. ჯანდაცვამ განაცხადა, რომ 30%-ის გადახდა კონკრეტული პაციენტების მიერ იმიტომ მოხდა, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო. თავიდან უარყვეს, შემდეგ პირად საუბრებში თქვეს, რომ ელექტრონული ხარვეზი იყო.
თუ 2 თვეა, რაც „დიარჯი“მოქმედებს და ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ გაიგო 30%-ის გადახდა რომ ხდებოდა მოქალაქეების მიერ მხოლოდ ელექტრონული ხარვეზის გამო, სერიოზული კომუნიკაციის პრობლემაა სამინისტოს და კლინიკებს შორის“,-ნაღნიშნა სალომე ლოლუამ,
როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო პერსონალი გარუკვეველ მდგომარეობაშია, იღებენ პაციენტს და სამედიცინო მომსახურებას უწევენ უფასოდ, ან ძალიან დაბალი ანაზღაურებით.
„შემიძლია ვივარაუდო,რომ მალე დაიწყება ხელზე თანხების აღება, რაც ვერ გაკონტროლდება. მაგრამ, ასეთი ექიმების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე უნდა აღიძრას. დარწმუნებული ვარ, ჯანდვის სამინისტრო ასეთ ექიმებს სათანადოდ დასჯის“, – აღნიშნა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.