2023-2024 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 634 311 მოსწავლე ირიცხება, მათ შორის, 305 945 გოგოა, ხოლო ბიჭი – 328 366.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1-ელ კლასში 55 806 მოსწავლე სწავლობს.
ოფიციალურ მონაცემების თანახმად, პირველკლასელთა შორის ირიცხებიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც არიან: 15 წლის (2 მოსწავლე), 12 წლის (1 მოსწავლე), 11 წლის (9 მოსწავლე), 10 წლის (15 მოსწავლე), 9 წლის (74 მოსწავლე), 8 წლის (399 მოსწავლე), 7 წლის (15 851 მოსწავლე) და 6 წლის (39 455 მოსწავლე).
„საქსტატის“ ინფორმაციით, 15 წლის პირველკლასელებიდან 1 გოგონაა, 1 კი – ბიჭი.