აშშ-ში 35 წლის ქართველი დაიღუპა

აშშ-ში 35 წლის ქართველი დაიღუპა ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, 35 წლის ნური წულუკიძე დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ვაი, შენს უბედურ ოჯახის წევრებს როგორ ენატრებოდი და ახლა რანაირ გაყინულს ჩაგიხუტებს გულში მონატრებული შვილი… მოულოდნელად შეწყვიტა ძგერა შენმა ერთგულმა გულმა, ჩვენო უკეთილშობილესო… გლოვა ჩამოსახლდა ჩვენს გულებში. უსასრულო მოლოდინს, გაუსაძლის მონატრებას და ტკივილს, შენი სახელი ჰქვია! დედა შვილს გლოვობს, ნეტა თუ გნახავო, თითქოს შეიშალა დღეს სამყარო…“ – წერს შოთო სიხარულიძე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩამოასვენებენ გარდაცვლილს საქართველოში.