ექსპერტი ნიკა შენგელია საწვავის ექსპორტთან დაკავშირებით აცხადებს:
„RBC (ROSBUZNESS CONSALTING) რუსული მედიაჯგუფისგან ჯერ კიდევ ახალი წლიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ შეწყდებოდა ბენზინის ექსპორტიიმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებსაც სახელმწიფო ორგანიზაციების დონეზე არ აქვთ ხელსეკრულებები გაფორმებული.
აკრძალვა არ შეეხება ბელორუსიას, სასომხეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, მონღოლეთს და უზბეკეთს.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასავლური ტექნიკის გაუმართაობის გამო, ნაწილობრივ მუშაობა შეაჩერა რუსეთში ერთერთმა დიდმა ნიჟნი-ნოვგოროდის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. ასევე რემონტი მიმდინარეობს ტუაფსეს ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაშიც.
ბენზინზე ექსპორტის აკრძალვა ძალაში შედის 2024 წლის 1 მარტიდან.
ჩვენ წლებია ვაკეთებთ განცხადებებს, რომ საჭიროა გვქონდეს სახელმწიფო სტრუქტურა ნავთობროდუქტების დარგში, რომელიც შეისწავლიდა საქართველოში შემოსულ საწვავზე ფასწარმოქმნის ლაბირინთებსა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომანიებს ჩააყენებდა კონკურენციის პირობებში, აღნიშნული კი განაპირობებს საწვავზე ნორმალურ და დაბალ ფასებს. ასეთი სტრუქტურა, რომ გვქონოდა ჩვენც შევიდოდით იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალში, რომლებსაც ექსპორტის აკრძალვა არ შეხებია.
არახალია, რომ რუსეთში ნავთობგადამამუშვებელი კომპანიები და ზოგიერთი ნავთობროდუქტების მოვაჭრე მსხვილი კომპანიებიც, სახელმწიფოდან სარგებლობენ რიგი საგადასახადო შეღავათებით და სწორედ საქართველოში შესაქმნელი სახელმწიფო სტრუქტურას ასევე უნდა ქონდეს ვალდებულება მოიძიოს ინფორმაცია ზემოთხსენებული კომპანიების შესახებ, გაანალიზოს და გააფორმოს სახელმწიფო დონეზე შესაბამისი ხელშეკრულებები.“