ზელენსკი არმიის ხელმძღვანელობას ცვლის

ზელენსკი არმიის ხელმძღვანელობას ცვლისვოლოდიმერ ზელენსკი არმიის ხელმძღვანელობას ცვლის. უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურად ოლექსანდრ პავლიუკი ინიშნება. პრეზიდენტის ახალი ბრძალებულებით, უკრაინის შერეულ ძალებს იური სოდოლი ჩაიბარებს. ყოფილი ხელმძღვანელი მედიასთან ამბობს, რომ საკადრო ცვლილებების ამბავი ჟურნალისტებისგან გაიგო.

მადლობელი ვარ თითოეული მობილიური საჰაერო თავდაცვის ჯგუფის მეომრის, რომელიც ყოველდღიურად იცავს ჩვენს ინფრასტრუქტურას და ხალხს. მხოლოდ ამ ღამით ჩამოგდეს 40 შაჰიდი დრონი. რაც რუსეთის მიერ გასროლილი უმეტესის ნაწილია. წლის დასაწყისიდან უკვე ჩამოგდებული გვაქვს 339 ასეთი დრონი. ჩვენი ცის დამცველების სიზუსტე, ელექტრონული ომი და ყველა პარტნიორის მხარდაჭერა, ფაქტობრივად, სიცოცხლეს იხსნის. ვმუშაობთ ჩვენი მობილიუირ საჰაერო თავდაცვის ჯგუფების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და უფრო თავდაცვითი ელექტრონული ომის სისტემების დამატებაზე. ეს არის წლევანდელი ერთ-ერთი მთავარიპრიორიტეტი, – განაცხადა ზელენსკიმ. რუუსეთმა უკრაინასს ღამით დრონებით შეუტია. თავდასხმის მცდელობა იყო კიევის წინააღმდეგაც.