სახლთანგელოზობა – მივიწყებული, ძველი ტრადიცია, რომელიც ყველა ოჯახში უნდა შესრულდეს.
ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე..
სახლთანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ, ხორციელის ხუთშაბათს ( წელს ის 7 მარტს ) ამ დროს იკრიბებოდნენ ოჯახის წევრები, აცხობდნენ სპეციალურად ამ დღისთვის ძღვენს, რის შემდეგაც მხოლოდ ოჯახის წევრები მიირთმევდნენ, შემდეგ კი სანთელს უნთებდნენ ოჯახის მფარველ ანგელოზს და მადლობას წირავდნენ მშვიდობიანი წლისათვის, კარგი იქნება თუ ისევ აღდგება ეს ტრადიცია
ყველამ ეცადეთ ამ დღეს დაანთოთ სანთლი ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით.