ტურისტული სააგენტო „Dream World Travel“-ის დირექტორი ხათუნა ხმელიძე ეხმიანება ერთ-ერთ მედიაში გასულ სიუჟეტს მექსიკის საზღვრიდან, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ. როგორც ხათუნა ხმელიძე აცხადებს, რომ არ მომხდარიყო ამ თემით მანიპულირება, უარს აცხადებდა ინტერვიუს მიცემაზე.
„იმის გათვალისწინებით, რომ მექსიკაში მიმდინარე ვითარება არის ძალიან მძიმე და არ მომხდარიყო ამ თემით მანიპულირება და არასწორი თემის გაჟღერება ვუთხარი, რომ ინტერვიუზე უარს ვაცხადებდი, სანამ სიტუაცია არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი და მინიმუმ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა დაჭერილები არიან, არ გათავისუფლდებოდნენ რომ მათი ოჯახის წევრებისთვის ეს ზედმეტად ემოციური არ ყოფილიყო იმიტომ, რომ აქ არ არის ერთ და ორ ადამიანზე საუბარი, საკმაოდ დიდ ჯგუფზეა საუბარი“- აღნიშნა ხმელიძემ.
როგორც ხმელიძე აღნიშნავს, სიუჟეტში არასწორად გაჟღერდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კომპანია არასდროს დახმარებია ადამიანებს საზღვრის უკანონო კვეთაში… როგორც მე ვიცი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა და ეს ნამდვილად არასწორად ჟღერდებოდა. ის, რომ ტელევიზიაში გასულიყო, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლეს წარმომიდგენია ამ ყველაფერს რა ამბავი მოჰყვებოდა. მეორე ფაქტი იყო, რომელზეც მითხრა – საქართველოს მოქალაქეები არიან თუ არა დაკავებულები და ამასთან დაკავშირებითაც ვუთხარი, რომ ნაწილის განთავისუფლება მოხდა და ნაწილი ისევ რჩება. ზუსტად ეს არის ის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც ამ საკითხებზე არ ვსაუბრობ. შეიძლება ბევრზე მეტი ინფორმაცია გვაქვს იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანები გვიკავშირდებიან და გვაწვდიან, მაგრამ ამას სპეციალურად არ ვაჟღერებდი იმიტომ, რომ ამ ადამიანების უკან დგას მათი ოჯახის წევრები, რომლებიც ძალიან განიცდიან და ნერვიულობენ.
„კარგად იცით, რომ ჩვენი კომპანია არასდროს, საზღვრის უკანონო კვეთაში ადამიანებს დახმარებას არ უწევდა იმიტომ, რომ ეს არის ძალიან დიდი საფრთხის შემცვლელი და მუდმივად გაფრთხილებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში იმასთან დაკავშირებით, რომ საზღვარზე სიტუაცია იცვლებოდა რადიკალურად. როცა ეს ყველაფერი გადაივლის აუცილებლად ჩავწერ ვრცელ ვიდეოს იმასთან დაკავშირებით, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რა მოხდა, რამდენი რამ შეიცვალა და რეალურად ახლა რა სიტუაცია არის და რა რისკზე მიდიან ადამიანები, რის ფასად აკეთებენ ამას და რეალურად ღირს თუ არა ეს ყველაფერი“ – განაცხადა ხათუნა ხმელიძემ.