მექსიკის საზღვრიდან 120 ადამიანია გატაცებული, მათ შორისს 30 ქართველია. გატაცებულების ახლობლები ამბობენ, რომ 2 დღეა იქ მყოფებს ვერ უკავშირდებიან და ინფორმაცია მხოლოდ 15 მარტს გვიან ღამით შეიტყვეს, მას შემდეგ რაც გამტაცებლებმა ერთ-ერთს ტელეფონით სარგებლობის უფლება მისცეს:
„სარდაფში არიან ჩაკეტილები გატაცებულები, თანხას ითხოვენ. როგორც მეუბნებიან, არიან საშინელ პირობებში და ეშინიათ, იარაღებით დარბიანო და ძაან ცუდ სიტუაციაში ვართო. ესეთ დროს ყველანაირად უნდა შეეცადოს ხელისუფლება, რომ ყველა გზა გამონახოს რომ ეს ადამიანები უვნებლები დაუბრუნდნენ ჩვენს ქვეყანას. არიოს 30 ქართველი. სულ არის 120 ადამიანი” ამბობს “მთავარ არხთან” ერთ ერთი გატაცებულის ახლობელი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მექსიკის საზღვართან ქართველების მასშტაბური გატაცების შესახებ აცხადებს, რომ მექსიკის საიმიგრაციო სამსახურთან კავშირზე არიან და მოქალაქეების ადგილსამყოფელს არკვევენ.
ერთ-ერთი ვერსიით მექსიკურ კრიმინალურ დაჯგუფებებს აქტიური კავშირი აქვთ გადამყვან ორგანიზაციებთან და ფიზიკურ პირებთან, რომლებსაც არალეგალურად გადაჰყავთ მოქალაქეები მექსიკაში და მათგან ფულს იღებენ. საქართველოს ერთ- ერთი მოქალაქის ოჯახის წევრი იხსენებს როგორ ვითარდებოდა პროცესები, მას შემდეგ, რაც მისი ოჯახის წევრი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მექსიკაში არალეგალურად გადავიდა, თუმცა ერთ ერთ სოფელში დააყოვნეს. ის ვარაუდობს, რომ ეს გატაცებაც ნარკოკარტელისა და გადამყვანების უთანხმოებას უკავშირდება:
ჯერ ესპანეთში ჩავიდნენ, დამხვედრი ჰყავთ – ანა-მარიაა ასეთი გოგო, რომელმაც თვითონ ჩააცილა კოლუმბიაში და კოლუმბიიდან ანაწილებს. ზოგი კოლუმბიიდან, ზოგი ნიკარაგუიდან შეჰყავთ მანქანებით მექსიკაში.,. ბავშვებითაა ჩემი უფროსი გოგო, გვეუბნებოდნენ სადღაც სოფელში ვართო. მოქალაქეებთან არ აქვთ პრობლემები, გადამყვანებთან აქვთ….” – ამბობს ის.
გავრცელებული ინფორმაციით, უკვე სამი დღეა 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. არსებული ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90.000 დოლარს ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, მძევლად ჰყავთ აყვანილი ქალებიც, თუმცა უცნობია გატაცებულებს შორის არიან თუ არა ბავშვები.