„არას რუსულ კანონს“, თეატრის სცენიდან ეუბნებიან ქართველი მსახიობებიც. საერთო სახალხო მოწოდებას უერთდება ფოთის თეატრი სპექაკლ „ჯაყოს ხიზნების” დასრულების შემდეგ მსახიობები სცენაზე საპროტესტო ბანერებით გავიდნენ და ხელისუფლებას შეახსენეს, რომ მათი მოქმედებებით ქვეყანას საფრთხეში აგდებენ.
„რუსეთი ოკუპანტია, ჩვენ ვირჩევთ ევროპას” – განაცხადეს მსახიობებმა, რასაც დარბაზიდან ტრადიციული მქუხარე ტაში მოჰყვა.