„დედაშენი იამაყებს…“ – ლექსი ბიძინა ივანიშვილს

„დედაშენი იამაყებს...“ - ლექსი ბიძინა ივანიშვილსნოდარ ლადარია სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ქეთევან კიკნაძის გულშიჩამწვდომი ლირიკის ეს შესანიშნავი კრებული, ქართული პოლიგრაფიული კულტურის მწვერვალი, დიდი ხანია იქცა ჩემს სამაგიდო წიგნად. ამ გვერდს კი ჩემი ცრემლების მოყვითალო ლაქებიც არ აკლია…
მაგრამ ვინ დასთვლის ესთეტიკური ჟრუანტელის ჯინჭველებს, რომლებიც ამ უკვდავი შედევრალური ლექსის კითხვისას დამესევა ხოლმე მკლავებსა და მუხლებზე. კოსმიური თრთოლვით აღსავსე ავტორი სიტყვას სიტყვაში აჯენს და გულის ფეთქვასაც შვიდი წლის სმარტფონივით გვიჯენს, რომ არაფერი ვთქვათ მის ლირიკულ გმირზე, რომელიც, ვინ იცის, რამდენს დაგვიჯენს თავის აქ ყოფნას!“