მარინა ბერიძე სოციალურ ქსელში წერს კაცზე, რომელმაც გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა
„გუშინ არ დავწერე გურამის ნებართვის გარეშე. დღეს უკვე ვნახე, რომ სხვებმა დაწერეს და დავამატებ:
ეს კარგი ბიჭი ჩვენი დათუნა ხუციშვილის ვაჟია, გურამ ხუციშვილი. გახსოვთ, 9 აპრილის შესახებ ფილმში კუბოკრულპერანგიანი ლამაზი ბიჭი კისერზე შემოსმული შვილით. აი ის პატარაა ეს გურამი ჰოდა, მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, აფეთქებულ ვერტმფრენში იჯდა. ვაჟმა მისი „დანატოვარი” სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში!
…
მითხარით, რომ ეს სასწაული არ არის!”