„საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვთ, მოვიდეს და ჩაუდგეს ამ ერთიანობას სათავეში“ – ოპოზიციამ პრეზიდენტს მიმართა

„საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვთ, მოვიდეს და ჩაუდგეს ამ ერთიანობას სათავეში“ - ოპოზიციამ პრეზიდენტს მიმართა პროდასავლური საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ, პარლამენტთან მივიდეს და ერთიანობის სათავეში ჩადგეს.

„საქართველოს მთავარსარდალს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვთხოვთ, მოვიდეს ჩვენთან ერთად, მოვიდეს და ჩადგეს ამ ერთიანობის სათავეში”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, „ოცნებამ” რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. კენჭისყრას ოპოზიცია არ დასწრებია, ისინი პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.