„ივანიშვილი ახალ ცათამბჯენს აშენებს“ – ირაკლი აბესაძე

„ივანიშვილი ახალ ცათამბჯენს აშენებს“ - ირაკლი აბესაძეირაკლი აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ბიძინას ახალი ცათამბჯენი, 49 სართული და 116.202 კვ.მ, ამჯერად ორთაჭალის ჰესთან.
მხოლოდ მიმდინარე წელს ბიძინას ,,ქართუ ფონდ”-ს თბილისის მერიამ ჯამურად 875.546 კვ.მ ფართობის მშენებლობის უფლება მისცა:
კოსტავას ქუჩაზე (ლაგუნა ვერე და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა) – 153.949 კვ.მ; წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს ,,ნეო სითი დეველოპმენტ”-თან.
იპოდრომის ტერიტორია – 371 873 კვ.მ; წინასწარი ნასყიდობის ხელშეკრულება არის გაფორმებული შპს ,,ცენტრალ პარკ ავენიუ”-სთან.
ისანში, გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე – 233 522 კვ.მ;
P.S. ,,პანორამა თბილისი”-ს პროექტის ჩათვლით, რომელმაც თაბორის მთის ისტორიული ლანდშაფტი გაანადგურა, ჯამურად თითქმის 1.5 მილიონი კვ.მ ფართობია”.