„დიმიტრი ხუნდაძის შვილი შევიდა დღეს, ოქროს ბირჟაზე… გააგდეს ისე, რომ არავინ მიჰყიდა ჯვარი“ – მეგი გოცირიძე

„დიმიტრი ხუნდაძის შვილი შევიდა დღეს, ოქროს ბირჟაზე... გააგდეს ისე, რომ არავინ მიჰყიდა ჯვარი“ - მეგი გოცირიძე მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

„დიმიტრი ხუნდაძის შვილი შევიდა დღეს, ოქროს ბირჟაზე, ნათლობის ჯვარს არჩევადა . ერთ-ერთმა მცხეთელმა გამყიდველმა იცნო და გვერდით მდგომ მოვაჭრეს უთხრა: დაუძახე, აქეთ მოვიდეს, სახე უნდა ავახიოო და მიიტყუეს დახლთან….
ნათლობაზე მიდიხართ ქალბატონო? დიახ, ვნათლავ მეგობრის შვილსო და, თქვენ ხუნდაძის შვილი არ ხართო- გაღიმებულმა ჰკითხა ჯვრის გამყიდველმა , ღიმილით დააბნია, რომ არ უარეყო და კიო, გაუღიმა მყიდველმაც და იქ დაიწყო, რაც დაიწყო….
შენ, შვილი როგორ უნდა მოგანათლინოს ვინმემ, თქვენ რა იცით ჯვრისა და ნათლობის მადლის, შე მოღალატის შვილო, ჩვენი შვილების მომავლის გამყიდველებო, გამყიდველებს არ ვემსახურებითო და გააგდეს ისე, რომ არავინ მიჰყიდა ჯვარი“