მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ივნისის ორი კვირა გავიდა, რომელიც დასავლეთში ცხელი და უმეტესად მზიანი იყო, აღმოსავლეთში კი ნალექიანი და ასევე ცხელი, ორივე შემთხვევაში ნორმიდან მნიშვნელოვანი გადახრა არ დაფიქსირებულა.
მესამე კვირა – დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც არასტაბილურია, შავი ზღვის ციკლონის გააქტიურებას თან ახლავს სუბტროპიკებიდან ნოტიო ჰაერის გადმონაცვლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამიტომაც იქმნება არასტაბილური ამინდის პირობები და ზოგან წვიმა.
კონკრეტულად: მომდევნო სამი დღის განმავლობაში, ყველგან, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.
სრულად მთელი დღე მზიანი და უნალექო არსად არ იქნება, თუმცა ეს ყველაფერი ნორმალურია, ივნისის თვეს ახასაითებს მსგავსი მეტეო პირობების შექმნა.
ნუ დამწუხრდებით, საბოლოოდ ეს თვეც, დარწმუნებული ვარ სიხარულის კვალს დატოვებს თქვენს ცხოვრებაში.
ბედნიერებით – მეტეოროლოგი – კობა ფარტენაძე“