„როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების დასანქცირება ხდება, ეს ნიშნავს სახელმწიფოსთან ურთიერთობების შეწყვეტას“, – ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი კონგრესში გუშინ გამართულ ისტორიულ მოსმენას.
ხიდაშელის თქმით, შტატებთან პოლიტიკური ურთიერთობების შეწყვეტა საქართველოსთვის უზარმაზარი რაოდენობის დახმარების პროექტების პაუზას გამოიწვევს, რაც ქვეყნისთვის უკიდურესად დამაზიანებელი იქნება.
სანქციების ეფექტი იქნება ძალიან მძიმე, იქნება მძიმე ქვეყნისთვის. არავის არ აინტერესებს მათი ბილეთები, ვიზები, თმებს სად იჭრიან, შოპინგზე სად დადიან, ეს არავისთვის არ არის საინტერესო. საინტერესო ის არის, რომ როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირების დასანქცირება ხდება, ეს ნიშნავს სახელმწიფოსთან ურთიერთობების შეწყვეტას. ამერიკის შეერთებულ შტატებთან პოლიტიკური ურთიერთობების შეწყვეტა საქართველოსთვის ნიშნავს უზარმაზარი რაოდენობის დახმარების პროექტების პაუზას. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მხოლოდ პაუზას და 4 თვეში ეს ყველაფერი შეიცვლება. ათი ათასობით ადამიანს შეიძლება დაუდგეს უმუშევრობის პრობლემა, თუკი საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს აღარ ექნებათ პოლიტიკური ურთიერთობა”, – ამბობს ხიდაშელი.
კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს (“საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა”) გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.