პროფესორი თამაზ აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს:
„მიუხედავად იმისა, რომ ალბათობის თეორია ამ საკითხზე სხვა აზრის არის, ომის დროს, ნებისმიერმა მეომარმა კარგად იცოდა, რომ იქ სადაც ჭურვი ჩავარდებოდა, იქ უნდა ჩამხტარიყვნენ, რადგან მეორედ იმავე ადგილას ბომბის ჩავარდნის ალბათობა პრაქტიკულად ნულის ტოლი იყო. იგივე უნდა ითქვას გუშინდელ თამაშთან დაკავშირებითაც. ის, რომ პორტუგალიასთან სასწაული მოხდა, თუ საერთოდაც არ გამორიცხავდა, ყოველ შემთხვევაში, მეორედ ასეთი სასწაულის შანსი იმდენად მიზერული იყო, რომ სხვა სტრატეგია უნდა არჩეულიყო. კერძოდ, ძირითადად ორი ვარიანტი უნდა განხილულიყო:
პირველ ვარიანტს მხოლოდ თეორიის დონეზე თუ განვიხილავთ, ანუ არარეალური: თავიდანვე მეორე შემადგენლობით გამოვიდოდი სათამაშოდ, რითაც ამ დიდებულ ნაკრებს, წაგების უმძიმეს ფსიქოლოგიურ ტვირთს თავიდან ავაცილებდი, თუმცა ეს პრაქტიკულად ვერ განხორციელდებოდა, რადგან ჩაქოლავდნენ მწვრთელთა შემადგენლობას;
მეორე ვარიანტის განხორციელება კი ნამდვილად შესაძლებელი იყო. კერძოდ, როგორც ამბობდნენ და ყველამ თვალნათლივაც დავინახეთ, რომ კიტეიშვილი მართლაც დიდი ძალა ყოფილ, და მისმა ტრავმამ ჩვენი გუნდის შესაძლებლობები ისე დააკნინა, რომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ამიტომ, პირველ რიგში მამარდაშვილს ფსიქოლოგიური სტრესისგან დავიცავდი, – მას არასოდეს არ დაავიწყდება ის ოთხი გოლი. ამიტომ, მას, ხვიჩას, და მიქაუტაძეს შევცვლიდი, ან ყველაზე ჭკვიანური, – ისე გავაკეთებდი (როგორც ეს ზურიკომ გააკეთა), რომ გუნდში 10 მოთამაშე დარჩენილიყო. ეს იქნებოდა საუკეთესო სტრატეგია.
პ.ს. ისე, ესპანელების თამაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ნაშოვნ მოგებას ჰგავდა“