„ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების გულია, მიქაუტაძე კი საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავი”

„ქოჩორაშვილი საქართველოს ნაკრების გულია, მიქაუტაძე კი საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავი"„ქოჩორაშვილი  საქართველოს ნაკრების გულია, მიქაუტაძე კი  საქართველოს ნაკრების მეორე სუპერვარსკვლავია, რომელიც ესპანეთის ჩამოგდებას და ევრო 2024-ზე კიდევ ერთი შოკის მოხდენას ისახავს მიზნად”.

„კვარა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მას ძალიან დაეხმარა მიქაუტაძე. კიტეიშვილის დაბრუნებამ კი ნაკრებს ის ხარისხი შესძინა, რაც კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს ძალიან სჭირდებოდათ” – ასეთია გამოხმაურებები საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე, რომლებიც ახლა უცხოური მედიების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტები არიან.

ქართველ ფეხბურთელებზე  საუბრობენ ყოფილი ფეხბურთელებიც და აღიარებენ რომ საქართველოს ნაკრები ამ ჩემპიონატის მთავარი სენსაციაა – ასე შეაფასეს ბიჭების თამაში სლოვაკეთისა და გერმანიის გუნდის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელებმა კევინ კურანმა და მარტინ იაკუბკომ.