ალბანეთის წინააღმდეგ განაცხადში გიორგი წიტაიშვილი ვერ მოხვდა

ალბანეთის წინააღმდეგ განაცხადში გიორგი წიტაიშვილი ვერ მოხვდადღეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ერთა ლიგის B1 ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ტირანაში მოუწევს. მატჩის წინ, ვილი სანიოლს 24-კაციანი განაცხადი 23 ფეხბურთელამდე უნდა შეემცირებინა, ამის გამო განაცხადში გიორგი წიტაიშვილი ვერ მოხვდა. ცნობილია, რომ გიორგის ჯანმრთელობის პრობლემაც ჰქონდა და სათამაშო კონდიციაში ისედაც არ იყო.

ნაკრების განაცხადი ასეთია:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი, ირაკლი აზაროვი, ლუკა გადრანი, საბა გოგლიჩიძე

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, შოთა ნონიკაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჩაკვეტაძე

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე

შეხვედრა თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება. ორივე გუნდს პირველი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს.