თამუნა მუსერიძე – „ჩემი ახალი ძმა და ახალი რძალი პირადად არ მინახავს ჯერ, რადგან საქართველოში არ ცხოვრობენ“

თამუნა მუსერიძე - „ჩემი ახალი ძმა და ახალი რძალი პირადად არ მინახავს ჯერ, რადგან საქართველოში არ ცხოვრობენ“თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ეს მიმართვა ეხება ჩემს დას, რომელიც ახლახან ვიპოვე. მის ფოტოებს არ ვაჩენ, რადგან თვითონ მითხრა, რომ არ გამოვიყურები კარგად ამ ფოტოებში რომელიც მაქვსო. ხვალ ან ზეგ ახალ ფოტოებს გადავიღებ და იქ გამოვაჩენ.

ჩემი ახალი ძმა და ახალი რძალი პირადად არ მინახავს ჯერ, რადგან საქართველოში არ ცხოვრობენ. მათი ფოტოების გამოქვეყნება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, სანამ პირადად არ ვნახავ და მათთან ერთად არ გადავიღებ ფოტოებს და არ დავდებ…“