ბაღდათში, სოფელ დიდველაში 23-ე უბანზე უცნობმა პირმა ხმის მიცემის აპარატი დაამტვრია

ბაღდათში, სოფელ დიდველაში 23-ე უბანზე უცნობმა პირმა ხმის მიცემის აპარატი დაამტვრიაბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდველაში 23-ე უბანზე უცნობი პირი შევიდა და ინვენტარი დააზიანა. დალეწილია ხმის მიცემის ელექტრონული აპარატი.

საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ცუდად გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

23-ე უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეზღუდული იყო. ამ დროისთვის, სავალდებულო გახდა ელექტრონული აპარატი საარჩევნო ყუთით შეეცვალათ.