სტუდენტების პროტესტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობაც უერთდება.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას უცხადებს ბსუ-ს სტუდენტებს.
„თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუერთდებით გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
საერთო პროტესტს 10-მდე უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ. ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.