ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა

ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდააფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია ოპოზიციის მოთხოვნით თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Respublika იტყობინება.

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა ხელისუფლებასთან მოლაპარაკების შუალედურ შედეგებზე ისაუბრეს – ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა.

თემურ გულია: ამ წუთებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები საკოორდინაციო საბჭოსა და პარლამენტის დეპუტატებს შორის, რომლებიც ურთიერთობენ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტთან და გადასცემენ მას ჩვენს წინადადებებს.

კან კვარჩია: მათ შემოგვთავაზეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ბადრა გუმბას დანიშვნა. მას ყველა პატივს ვცემთ, მაგრამ ის მაინც ბჟანიას გუნდის წევრია. იმასაც ამბობენ, რომ ჩვენი პიროვნება პრემიერ-მინისტრად დაინიშნება. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ამ წინადადებით.

ჩვენ შემოგვთავაზეს ორი ვარიანტი: ყველა წავიდეს – პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ლაშა აშუბა არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად იმუშავებს.

მეორე ვარიანტი: პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დატოვებენ თანამდებობებს, პრეზიდენტი ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც მისაღებია ყველა მხარესთვის.

თუ ისინი დათანხმდებიან კომპრომისულ ფიგურას, ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად სახელმწიფოს მეთაურის არჩევამდე იქნება. – წერს „რესპუბლიკა“.