პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა

პოლიტიკოსი ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა54 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა პო­ლი­ტი­კო­სი, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გო­ბა­რი და პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი კატო შინ­და­გო­რი­ძე ავ­რცე­ლებს.

„წა­ვი­და… ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში…. ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვა, რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ამას მე ჩემი ხე­ლით დავ­წერ­დი” – წერს შინ­და­გო­რი­ძე.
რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი ქარ­და­ვას მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ გარ­თულ­და, რაც კუ­ჭის წყლუ­ლი გა­უს­კდა და სის­ხლდე­ნა და­ე­წყო. სამ­წუ­ხა­როდ ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლეს.

ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვას დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი. 1988 წელს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ქარ­თულ სათ­ვის­ტო­მოს, იყო სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის ქარ­თველ სტუ­დენ­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე. 1989 წლი­დან არის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი. 1990 წელს მუ­შა­ობ­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში პრო­კუ­რო­რის თა­ნა­შემ­წედ.

1991 წელს გახ­და ედპ-ის თავ­მჯდო­მა­რის გი­ორ­გი ჭან­ტუ­რი­ას აპა­რა­ტის უფ­რო­სი. 1993 წელს ედპ-ის ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ახალ­გაზ­რდა ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტის (აედ-ის) დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და თავ­მჯდო­მა­რე. 1993-1994 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი საბ­ჭოს პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი.

1996 წელს გახ­და ედპ-ის მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის წევ­რი და ედპ-ის გა­ზე­თის „ქარ­თუ­ლი ქრო­ნი­კის“ რე­დაქ­ტო­რი. 1999 წელს გახ­და ედპ-ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მდი­ვა­ნი, ხოლო 2002 წელს – გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი და მთა­ვა­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი. 2003 წლის დე­კემ­ბრი­დან არის ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე.

2020 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა — გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია „ძალა ერ­თო­ბა­შია“.

წყარო:ambebi.ge