ყველას მოგესალმებით. ანერვიულეს 81 წლის დედა. წაიღეს ჩემი ლეპტოპი და ტელეფონი. სრულ სიგიჟეს მედავებიან. აუცილებლად დავამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. მიყვარხართ ყველა”
სპორტული კომენტატორი სანდრო ცნობილაძე მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს.
სპორტული კომენტატორის და პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის სანდრო ცნობილაძის სახლში რეჟიმის გამომძიებლები დღეს დილით შევიდნენ. ოლიგარქის საგამოძიებოს მტკიცებით, ცნობილაძის სახლში ჩხრეკა ინტიმური შინაარსის ფოტომასალის უკანონოდ მოპოვებაზე ჩაატარეს.