ფინანსური  სტაბილურობის შენარჩუნებას სერიოზული გამოცდა ელოდება

 ფინანსური  სტაბილურობის შენარჩუნებას სერიოზული გამოცდა ელოდებაეკონომიკური ექსპერტი ნიკა შენგელია წერს:

მსოფლიო ფინანსურ სისტემაში დიდი ცვლილებების დრო დადგა.  მსოფლიო ეკონომიკას მორიგი სერიოზული გადატვირთვის რეჟიმში შევიდა, გამომდინარე აქედან  ეკონომიკა ისეთი ვღარ იქნება როგორიც იყო.  საფონდო ბაზრების   ინდიკატორები გვამცნობენ ,რომ  მხოლოდ რეცესიასთან შეიძლება არ გვქონდეს საქმე ,სავსებით შესაძლებელია ეკნომიკა  დეპრესიაშიც გადავიდეს. მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონმიკის ქვეყანაში მიმდინარე პროცესსები უკვალოდ არ ჩაივლის და  დანარჩენი ქვეყნების ეკონმიკებზეც ექნება სერიოზული ზეგავლენა.

მოკლედ გადავხედოთ და გავაანალიზოთ შექმნილი სიტუაცია.

„ციფრული ოქროს“ ბიტკოინის ღირებულება ეცემა, ამის ძირითადი ფაქტორია აშშ ს მთავრობის   განცხადება,  რომ  იგი აღარ  შეისყიდის ბიტკოინს  ბიუჯეტის სახსრებიდან  როგორც სტრატეგიული რეზერვს,  თუმცა მის ბალანსზე არსებულ 200 000 ბიტკოინსაც არ გაყიდის და გამოიყენებს მას,  როგორც გრძელვადიან სტრატეგიულ აქტივს.  აქვე საყურადღებოა  დევიდ საქსის ინტერვიუ, რომელმაც  ბიტინების შეძენაზეც მიანიშა ,  უნდა ვივარაუდოთ ეს მოხდება იმ რესურსებიდან როგორებცაა:  კრიპტოვალუტების კონფისკაცია სამოქალაქო საქბეებიდან გამოვლენილი დამნაშავეების ხარჯზე (კონფისკაციით),   ტოკენიზირებული აქციების (ან ცფრული) აქტივების ან/და ობლიგაციების გაყიდვით და  კრიპტოაქტივების სახელმწიფო აუქციონებიდან, რომელიც ჩვეულებრივ პრაკტიკად იქცა აშშ ში.  გამომდინარე აქედან, ალტკოინები ვერ იქნება სახელმწიფო სტრატეგიული აქტივი.  ამ განცხადების ფონზე თუ შევხედდავთ  მსოფლიო ეკონომიკის გაურვევლობის ინდექსს (WORLD UMCERTAINTY INDEX)  იგი გვამცნობს , რომ  რეკორდულლი რაოდენობა ინვესტორებისა  გაურკვევლობაშია  და ბოლო 12 წლს პერიოდში  ეკონმიკაში გაურვევლობის ყველაზე  მაღალი მაჩვენებელია.

ამრიგად, „ციფრულ ოქრო“ ს ფასზე პოზიტიურად მოქმედებს ის, რომ იგი დარჩება აშშ-ს სტრატეგიულ რეზერვში და არ გაყიდიან  ჯერ, ხოლო  ნეგატიურად მქმედებს ის ფაქტორი, რომ მისი შესყიდვა სახელმწიფო ბიუჯეტის  სახსრებიდან აღარ მოხდება. თუმცა, აქვე ავღნიშნავ იმასაც ,  რომ ტექნიკური ანალიზი გვიჩვენებს ბიტკოინის ფასი,  რომეილიც ეცემა და 81500-დოლარიან ნიშნულემდეა ჩამოსული ,  ჩვენი პროგნოზით, მაქსიმუმ შეიძლება დაეცეს და შემოვიდეს  70000-75000 დოლარის ნიშნულან არხში  და ამის შემდეგ დაიწყებს ისევ გაზრდას.

გმომდინარე იქედან , რომ მსოფლიო ეკონიმიკის გაურვევლობის ინდექსი მაქსიმუმამდეა გაზრდილი,  ამერიკული ბაზრის  ფიუჩერსების ფასი აქციებბზე  ეცემა. „სტანდარტ ფურის “  S&P 500 ინდექსი  მოყოლებული  ა/წ 19 თებერვლიიდან დღეის მდგომარეობთ ეცემა, მარტო ორშაბათს  5750 იანი ნიშნულიდან 5600 მდე დაეცა.  იანვრი თვიდან  დღემდე 1,9% არის შემცირებული. ამის გამომწვევი  მთავარი ფაქტორი  აშშ ს მხრიდან  სატარიფო ომია , რომელიც გამოუცხადა   კანადას,მექსიკა და ჩინეთს.

დღის წესრიგში დადგა  სახელმწიფო ხარჯების შემცირების საკითხი.  სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორებისადმი იზრდება დავალიანებები და ამ უკანასკნელს აღარ სურთ შეიძინონ სახელმწიფო ობლიგაციები,  ობლგაციების შემოსავლიანობებმა მოიმატა. მაგალითისათვის  იაპონიის სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობამ გადააჭარბა 1,5% ტს არ გამოვრიცხავთ რომ მან 2 % მდეც მიაღწიოს რაც ბლო 18 წლიანი პერიოდის მაქსიმუმი იქნება. ეს იმის მაუწყებელია, რომ იაპონიაში იაფი ფულის ეპოქა დასრულდება.აღნიშნული ასევე გამიწვევს ინვესტორების მხრიდან ამერიკული ,ევროპული და სხვა ქვეყნების აქტვების გაყიდვას. გამომდინარე აქედან სახელმწიფოებს არ რჩებათ გამოსავალი გარდა იმისა ,რომ შეამცირონ ხარჟები,მაგალითად ტრამპმა განაცხადა, რომ იგი აპირებს 2 ტრილიონი დოლარით შეამციროს ხარჯები.

არ გამვრიცხავთ რომ სახელმწიფო ვალების შემცირების მიზნით გამოყენებულიი იყოს კრიპტოვაუტები,მათ შორის ბიტკონი. მოსალოდნელია ბიტკოინის ფასი მკვეთრად გაიზარდოს და შემდეგ მასიური გაყიდვით ფასები ძალიან დაეცს და ამით შეამცირონ სახელმწიფო ვალი.

n  ყურადსაღებია განცხადებები სახელმწიფო სამსახურებიდან თანამშრმლების დათხოვნის შესახებ. დასაქმებულთა დათხოვნა ხდება როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორებიდან. მაგალითისათვის : თებერვალში გათავისუფლებულია 172 000 ადამიანი, ეს  ი 245 % ით მეტია ვიდრე იანვარში განთავისუფლებული.

პროგნზები აშშ ეკონომიის მშპ-ს  კლების  შესახებ ყოველ ახლად გამოქვეყნებულ მაჩვენებლებში  ისახება.  2024 წლის დეკემბრის ბლოს 4% მდე გამოაქვეყნეს მშპ ს ზრდის პროგნოზი,მაგრამ ამ წლის დასაყისში დადეს პროგნოზი 1,5% ით სემცირების შესახებ, ხოლო დღეს ელოდებიან ეკნომიკის შემცირებას 2,4% მდე, თუ გავითვალისწინებთ იმას ,რომ თითოეული შემცირებული პროცენტი ეს ასიათასობით უმუშევარი ადამიანია ადვილი მისახვედია საშუალო და გრძელვადიან პერიოდში  რა პერსპექტივები ისახება .

დღეის მდგომარეობით, ამერიკული ბაზრები უკვე კარგავენ პოზიციებს სხვა ბაზრებთან მიმართებაში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს შემდეგი მონაცემები: ა/წ იანვრიდან დღემდე    ამერიკული S&P 500 დაეცა 1.9 % ით , მაშინ როდესაც ევროპული აქციები STOXX EUROPE 600 გაზრდილია 9%  მდე,  ჰონკონგის HANG SENG გაზრდილია 20,8% ით.  ამას ემატება ის ფაქტიც, რომ  თავად დოლარიც კარგავს პოზიციებს. მისი ინდექსი იანვრიდან მოყოლებლი დღემდე ეცემა.

ყველაფერი ზემოთხენებულიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ინვესტორებისათვის ამ გაურვევლობის პერიოდში მიმზიდველ აქტივეად რჩება ოქრო, სწორედ ამიტომ არის, რომ უნცია ოქროს ღირებულებამ ისტორიული მაქსიმუმები გადაწერა და ის დღეს 2925 $ ნიშნულზე ივაჭრებს,სავარაუდოდ მისი ფასი 3000$ საც გაცდება , რასაც 2019 წელს ვპროგნოზირებდით.

ჩინეთის,პოლონეთის ,აშშ და სხვა ქვეყების ცენტრალური ბანკები აქტიურად ყიდულბენ ოქროს რეზერვების გასამყარებლად.

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის ქვეყანაში  მიმდინარე პროცესები და გეოპოლიტიკური გამოწვევები აუცილებლად ზეგავლენას მოახდენს   მსოფლიოს სხვა დანარჩენი ქვეყნების ეონომიკურ სტაბილურობაზე და მათ შორის საქართველოზეც.  ძნელი მისახვედრი არაა, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური  სტაბილურობის შენარჩუნებას სერიოზული გამოცდა ელოდება, რაც   ჩვენს  სებს  და მის გუნდს გამოწვევების წინაშე აყენებს .