რა წაიღო პოლიციამ გიორგი ჩიკვაიძის სახლიდან

რა წაიღო პოლიციამ გიორგი ჩიკვაიძის სახლიდანბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის სახლში  ფინანსური პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ სამართალდამცავებმა წაიღეს მაჯის საათი, ვადაგასული პასპორტი, ძველი კომპიუტერი და ის ფული წაიღეს, რომელიც ბიზნესმენმა ოჯახს პირადი მოხმარებისთვის დაუტოვა.

ფინანსური პოლიციის ასობით თანამშრომელი და სპეცრაზმი გიორგი ჩიკვაიძის სახლში სასამართლო პროცესის პარალელურად შევიდა.

„ცეცხლი ოლიგარქიას” – ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედა.
საგამოძიებო მოქმედებების  ეპიცენტრი იყო საქალაქო სასამართლოც, სადაც  რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია ჩხრეკას ჩიკვაიძის ბიზნეს პარტნიორის ავტომობილში ატარებდა.  ირაკლი პაპიაშვილის მანქანიდან პოლიციამ  ორი მობილური და მისი თქმით, ადვოკატისთვის გადასაცემის ჰონორარი ამოიღო.

ჩხრეკა ჩატარდა პაპიაშვილის საცხოვრებელ სახლშიც.

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში  დააკავეს – გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა.

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამასთან, გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო – როგორც პროკურატურა დღევანდელ პროცესზე ამტკიცებდა, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.