ელენე გოგილაშვილიs რეცეპტი
ცომის საჭირო მასალა :
4 კვერცხი,
250 გრამი შაქარი,
3 სავსე კოვზი თაფლი,
150 გრამი კარაქი ან ზეთი,
2 არასავსე ჩაის კოვზი სოდა,
600 გრამი ფქვილი,
მასალა კრემისათვის
300 გრამი შაქარი,
8 სადილის კოვზი ფქვილი,
1 ლიტრა წყალი,
200 გრამი კარაქი ან ნებისმიერი სპრედი, მე #დაჩა გამოვიყენე,
2 შეკვრა ვანილი.
მასალა მინანქრისათვის:
1 ცალი მოხარშული შესქელებული რძე,
200 გრამი შაქარი,
50 გრამი კარაქი,
2 სავსე სადილის კოვზი კაკაო.
მომზადება:
თაფლი კარაქი და შაქარი მოვათავსე სქელძირიან ქვაბში და დავადგი დაბალ ცეცხლზე თან ხის კოვზით
განუწყვეტლივ ვურევდი, მასა კარამელის ფერის რომ გახდა დავამატე სოდა და ისევ გავაგრძელე მორევა. 1 წუთში გადმოვდგი ხელიდან და სათითაოდ დავამატე კვერცხი,
ბოლოს გაცრილი ფქვილი.
მოვზილე რბილი ცომი და 1 საათი დავასვენე.შემდეგ გავყავი 4 ნაწილად
გავაბრტყელე და გამოვაცხვე
გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.
მალე ცხვება და აკონტროლეთ.
კრემი:
შაქარი და ფქვილი ერთმანეთში კარგად გავხსენი ნელნელა დავასხი წყალი კარგად მოვურიე და. დავადგი დაბალ ცეცხლზე მოსახარშად თან გამუდმებით ვურევდი შესქელებამდე
კრემლი ქვაბის ზედაპირს რომ მოშორდა გადმოვდგი გავაციე და წინასწარ ათქვეფილ კარაქს შევურიე,
თან დავამატე ვანილი და ვთქვიფე დაახლოებით 15 წუთი.
ეს კრემი წავუსვი 3 ფენას,ხოლო მეოთხეს მოვასხი მინანქარი,
რომელიც ასე მოვამზადე:
ალუმინის პატარა ქვაბში მოვათავსე შაქარი მოხარშული შესრულებული
რძე, შაქარი, კაკაო, კარგად მოვურიე
და ძალიან დაბალ ცეცხლზე დავადგი თან განუწყვეტლივ ვურევდი ერთიანი მასის მიღებამდე,ერთი რომ წამოდუღდა, გადმოვდგი გაზიდან და ცხელსვე დავასხი ზემოდან.
ეს მინანქარი გამორჩეული
იმითაცაა, რომ პატარა ზომის
ფენებზე შეგვიძლია კრემის
სახითაც გამოვიყენოთ
და არის უგემრიელესი.
ასეთ ვარიანტში მე ზემოდან
დავასხი ნამცხვარს.
ეს მასალა განსაზღვრულია სტანდარტული დიდი ტაფისთვის. გამოდის საკმაოდ დიდი ნამცხვარი.