გადაიხადე ელექტრო ენერგიის გადასახადი მარტივად

გადაიხადე ელექტრო ენერგიის გადასახადი მარტივადელექტრო ენერგიის გადასახადს ყველა ვიხდით, მაგრამ ამის გაკეთების მარტივი გზაც ხომ არსებობს? აღარ არის საჭირო დროის კარგვა სალაროებთან ან აპლიკაციების ძებნაში. უბრალოდ შედი pay.ge-ზე და მოაგვარე ყველაფერი სწრაფად, უსაფრთხოდ და კომფორტულად.

რატომ pay.ge?

თუ ერთხელ სცდი, მიხვდები, რომ აქ ყველაფერი მარტივად არის მოწყობილი. საიტი ადვილად გასაგებია ყველა თაობისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, ტექნოლოგიებთან რა დონის კავშირი გაქვს. დაფარე ელექტრო ენერგიის გადასახადი ყველაზე მარტივად. მთავარია იცოდე აბონენტის ნომერი და რამდენიმე წამში უკვე მობილურით ან კომპიუტერით გადახდილი გექნება გადასახადი.

pay.ge არ არის უბრალოდ გადახდების პლატფორმა, ის არის შენი ყოველდღიური კომფორტის ნაწილი. აქ შეგიძლია:

  • გადაამოწმო რა არის გადასახადი მიმდინარე თვეში;

  • გადახდის შემდეგ შეინახოთ ქვითარი;

  • შეინახო გადახდის ისტორია მომავლისთვის.

როგორ გადავიხადოთ ელექტროენერგიის გადასახადი pay.ge-ზე?

  1. შედი საიტზე:
    გახსენი pay.ge შენს ტელეფონში ან კომპიუტერში.

  2. აირჩიე სერვისი:
    მთავარ გვერდზე დააჭირე კატეგორიას „ელექტროენერგია“ ან მოძებნე საჭირო კომპანია (მაგ. თელასი, ენერგო-პრო და სხვები).

  3. ჩაწერე აბონენტის ნომერი:
    შეიყვანე აბონენტის კოდი, რომელიც წერია ქვითარზე ან აპლიკაციაში.

  4. შეამოწმე თანხა:
    სისტემა ავტომატურად გაჩვენებს გადასახდელ თანხას. გადაამოწმე ყველაფერი და გადადი გადახდაზე.

  5. გადაიხადე კომფორტულად:
    აირჩიე გადახდის მეთოდი (ბარათი ან ინტერნეტ-ბანკი) და დაასრულე პროცესი რამდენიმე წამში.

  6. შეინახე ქვითარი (სურვილის შემთხვევაში):
    გადახდის შემდეგ შეგიძლია ჩამოტვირთო ან მეილით მიიღო ქვითარი.

უსაფრთხოება, რომელსაც ენდობი

ფულის გადარიცხვა ინტერნეტით ყოველთვის სიფრთხილეს მოითხოვს. სწორედ ამიტომ აირჩია უამრავმა ადამიანმა pay.ge, საიტი იყენებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს და იცავს შენს მონაცემებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეგიძლია მშვიდად იყო, შენი ფული და ინფორმაცია დაცულია.

ყველაფერი ერთ ადგილზე

გარდა ელექტროენერგიის გადასახადისა, pay.ge-ზე შეგიძლია სხვა კომუნალურებიც გადაიხადო. ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ გიწევს ათეულობით სხვადასხვა აპლიკაციაში შესვლა, ყველაფერი ერთ სივრცეშია, ერთ საიტზე, მარტივად და მოსახერხებლად.

R.