ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს თუ ხვალ გომელაურიც წავა. თუ ირაკლი ღარიბაშვილი სანქციებს გადაურჩა, გომელაურის მდგომარეობა ბევრად უფრო რთულია. დავუშვათ, რომ ეს ბიძინას გადაწყვეტილებაა. რას აჩვენებს ამით? როგორია ერთგულების ფასი მის კარზე? რას იღებს ამით? ვხედავთ, რომ მისი ერთგული კადრები პოლიტიკაში შემობრუნებას არ აპირებენ , მაშ რატომ იცილებს იმათ,ვინც მართლა მონასავით მორჩილებდა? ღარიბაშვილი რომ ბერას ეძმაკაცებოდა და ბიძინას სალაროს მცველი იყო, კობახიძე , პაპუაშვილი და ოხანაშვილი მაშინ დიფ სთეითის ფულზე ისხდნენ. რა გამოდის? თავის გამოზრდილ ბჯჭებს დიფ სთეითის გამოზრდილი ბიჭები ამჯობინა? ბატონო ბიძინა, ვინც ფულს იხდის , ის არ უკვეთავს მუსიკას, თუ რამე შეიცვალა?“