დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი

დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი„მთავარის” ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა  მისი ადვოკატი ამბობს, რომ ბადუაშვილს იარაღი ჩაუდეს.

დაკავებული გურჯაანის პოლიციაშია გადაყვანილი  შეგახსენებთ, რომ მალხაზ ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არაერთხელაა ნასამართლევი. ის ახლაც საპატიმროშია.