„სადახლოში, მწვანე სასაზღვრო ზოლში ბაჩიაშვილი ფიზიკურად არ ყოფილა… ის თბილისში ჩამოიყვანეს“

„სადახლოში, მწვანე სასაზღვრო ზოლში ბაჩიაშვილი ფიზიკურად არ ყოფილა... ის თბილისში ჩამოიყვანეს“„დროების” ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეისით 27 მაისს ქართული ავიაკომპანიის ბორტით ჩამოიყვანეს.

მათივე ცნობით, ბაჩიაშვილი აბუდაბიში 24 მაისს დააკავეს, სადაც თბილისში ჩამოყვანამდე რამდენიმე დღე გაატარებინეს.

“ბორტზე მას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები დახვდნენ. სადახლოში, მწვანე სასაზღვრო ზოლში ბაჩიაშვილი ფიზიკურად არ ყოფილა. ეს ინფორმაცია დროებამ სანდო წყაროსგან მიიღო” |- წერს “ფორმულა”.